Coda წერილი

CODA წერილი: COVID-19 - სამხედრო დიქტატურა და ძველი საბჭოთა წამლის ახალი ისტორია

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე  

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია: 

  • საქართველოში 108 ინფიცირებულია და ქვეყანა სრული კარანტინის რეჟიმშია. მსოფლიოში 780,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 
  • აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვი 140 ათასზე მეტია, გარდაცვლილთა რაოდენობა 2,400-ზე მეტი. 4-დან 3 ამერიკელი სახლში ზის. როგორც ჩვენთან, ქვეყანაში სწრაფი ტესტების ნაკლებობა პოლიტიკურ საკითხად იქცა.  
  • ჩინეთი 48 ახალ შემთხვევას ადასტურებს და თითოეული მათგანი, ქვეყნის გარედან შემოტანილია, მაგრამ დაინფიცირებულთა ზრდაზე ალაპარაკდა ინდოეთი, სადაც პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მილიარდზე მეტი ადამიანი სახლში ჩაკეტა. ინდოეთში გაჭედილი ადამიანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ, ბევრი შიმშილობს. სამაგიეროდ, პრემიერი მოდი ხალხს ურჩევს, იოგას გაკვეთილებით დაკავდეს და ტვიტერზე ონლაინ გაკვეთილების ვიდეოს აზიარებს: “იოგა მოდისთან ერთად” 
  • 90 ქართველთან ერთად ვინც მალტიდან დაბრუნებას ცდილობს, მილიონობით ადამიანი გაჭედილია საზღვარგარეთ. “ასობით ათასი ბრიტანელი ჯერ კიდევ ცდილობს სახლში დაბრუნებას,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ავიაკომპანიებს მოუწოდა, დანიშნონ ფრენები უსასყიდლოდ. რას აპირებს საქართველოს მთავრობა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. 
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, იმ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ავად, არ უნდა ატარონ ნიღბები. "არ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მასობრივად მოსახლეობის მიერ ნიღბების ტარებას რაიმე სარგებელი მოაქვს. სინამდვილეში, არსებობს მტკიცებულება, რომ პირიქით ნიღბის არასწორად გამოყენება მეტი ზიანის მომტანი შეიძლება, იყოს," - თქვეს ორშაბათის ბრიფინგზე ჟენევაში. ამავე დროს, მაგალითად, ავსტრიაში, საყიდლებზე გასვლა ნიღბის გარეშე არ შეიძლება. ამის შესახებ კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.  
  • იტალიაში დინამიკა შეიცვალა და თანდათანობით მცირდება დაინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა.  

მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ: ლათინური ამერიკა 

COVID-19 ცვლის არა მარტო ჩვენს ყოველდღიურ რეჟიმს, არამედ მსოფლიო პოლიტიკის რეალობას. 

ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ადრეული და თვალსაჩინო მაგალითი ბრაზილიაა. 

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, გუბერნატორების და ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაილაშქრა და კარანტინში მყოფ ხალხს მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყვნენ და სამუშაოს დაბრუნებოდნენ.

ამას ხალხის გაღიზიანება მოჰყვა. 

ბრაზილიელები აივნებზე გამოვიდნენ ტაფების და ქვაბების ხმაურით და ასე გამოხატეს პროტესტი. 

ამას მოჰყვა ის, რომ ტვიტერმა პრეზიდენტს ორი პოსტი დაუბლოკა, რომელშიც ის კრიტიკულად იყო განწყობილი საკარანტინო ზომების მიმართ (ერთადერთი ლიდერი, რომელმაც აქამდე იგივე ბედი გაიზიარა, ვენესუელას პრეზიენტი ნიკოლას მადუროა) 

ბოლსონარუს წინააღმდეგ მზადება სამხედრო რიგებშიც დაიწყო, ამბობს ესპანური გამოცემა El Pais-ის. ანონიმურ სამხედრო წყაროზე დაყრნობით, გვიამბობს, რომ სამხედრო შენაერთები მხარს დუჭერენ ვიცე-პრეზიდენტს, თუ ბოლსონარუს იმპიჩმენტი მოხდება. 

ვიცე-პრეზიდენტი ჰამილტონ მურაო ყოფილი გენერალია, რომელიც წარსულში ღიად საუბრობდა, თუ როგორ დაუჭერდა მხარს შეიარაღებული ძალების ჩარევას სამოქალაქო პოლიტიკაში.  

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?  

არსებობს თეორია, რომ კორონავირუსმა ლათინურ ამერიკაში შეიძლება დააბრუნოს სამხედრო დიქტატურა. 

1980-90-იან წლებში ქვეყნებმა ლათინური ამერიკის ირგვლივ მშვიდობიანი გზით დაიწყეს გადასვლა სამხედრო დიქტატურიდან დემოკრატიაზე. 

გამოცემა Americas Quarterly-ის ცნობით, ბოლო წლებში სამხედრო სტრუქტურები ისევ გაძლიერდნენ. 

ჩილეს, ეკვადორის და პერუს მთავრობები ყველაზე მეტად, სწორედ, შეიარაღებულ ძალების იმედზე იყვნენ 2019 წლის ბოლოს გამართულ საპროტესტო აქციების მართვის პროცესში. 

იგივე ტენდეციაა ჩილესა და ბოლივიაში, სადაც სამხედრო ძალებმა დიდი როლი ითამაშეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში. 

სამხედრო ძალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა ლათინურ ამერიკაში ჯერ კიდევ COVID-19-მდე დაიწყო. ვირუსით გამოწვეულმა საგანგებო სიტუაციამ კიდევ უფრო გაზარდა შეიარაღებული ძალების როლი, წერს გამოცემა InfoDefensa, რომელიც ფოკუსირებულია უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხების გაშუქებაზე. 

საბჭოთა მედიცინა, COVID-19-ის სადარაჯოზე 

ვირუსთან ერთად, მთელ მსოფლიოში მასზე ტყუილებიც ვირუსივით ვრცელდება. მისი უმრავლესობა მედიკამენტებსა და მკურნალობის მეთოდებს ეხება. 

რუსეთში და ბოლო ხანს იტალიაშიც პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მედიკამენტმა არდიბოლმა.

მედიკამენტს არ გაუვლია კლინიკური კვლევა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ.  

ჩვენი ჟურნალისტი ისობელ კოკრელის თქმით, რომელმაც არბიდოლი გამოიკვლია, ყველაფერი დაიწყო იანვარში, მაშინ, როცა რუსეთში ოთხმა რადიოსადგურმა, რომელსაც ათეეულობით მილიონი მსმენელი ჰყავს, გააშუქა ვირუსი COVID-19 და ამასთან ერთად, ყოველი მათგანი გადასცემდა ერთსა და იმავე მესიჯს: "მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი იმატებს, რომლის მთავარი სიმპტომი პნევმონიაა. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ მედიკამენტი არბიდოლი აქტიურად გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის".  

რუსეთის მთავრობამ დაიწყო ფედრალური გამოძიება, მწარმოებელი ფარმაცევტული კოპმანიის მიმართ და აღმოჩნდა, რომ რადიოში გაშუქებული ყოველი მასალა სარეკლამო ხასიათის იყო და თან არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ. თუმცა, უკვე გვიანი იყო, რადგან წამალს აქტიური გავრცელება ჰქონდა დაწყებული. 

ჩვენ დავუკავშირდით რუს ექიმ იაროსლავ აშიხმიანს, რომელიც წლებია ებრძვის დაუტესტავ მედიკამენტებს. ის ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება წამლის ეფექტურობაზე ვირუს COVID19-თან წინააღმდეგ ბრძოლაში. 

აშიხმიანი თვლის, რომ მედიკამენტს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს კლინიკური ტესტირება, მაგრამ მწარმოებელი უარს ამბობს: "მიზეზი მარტივია, მათი გაყიდვების რიცხვმა უკვე საგრძნობლად მოიმატა," - თქვა აშიხმიანმა. 

იტალიაში წამლის პოპულარობა ერთ კაცს უნდა უმადლოდეს. პაოლო ჯელანომ არდიბოლის შესახებ ინტერნეტით შეიტყო. 

შემდეგ პატარა ვიდეო გადაიღო მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში წამლის შეძენის პროცესში, სადაც გააჟღერა შემდეგი: "იტალიაში უამრავი ადამიანი იღუპება, მათ ეს წამალი არ აქვთ. შეგიძლიათ, მითხრათ რატომ?" ვიდეო და მასში გაჟღერებული დეზინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.

და ბოლოს, იმისთვის რომ სულ არ გავგიჟდეთ კარანტინში მსხდომები, კარგ ამბებსაც გადავხედოთ. 

მსოფლიოში საგრძნობლად იკლო ჰაერის დაბიძურების სტატისტიკამ, რაშიც ავიაფრენების შეწყეტამ ითამაშა დიდი როლი. 

 

კომენტარები