კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მადლობას ვუხდი სოფელ კაპანახჩის ექიმებს, ტრენინგის გარეშე ამოიცნეს COVID-19-ის შემთხვევა

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, სოფელ კაპანახჩის ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის ამოცნობა შეძლო, მადლობას უხდის.

"ეს არის ბოლნისის რაიონი. ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - რა არის შესაძლო შემთხვევა ... მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა რა ეწერა ჩვენს ვეგვერდზე და მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე, ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას", - თქვა იმნაძემ. 

იმნაძის თქმით, სოფელ კაპანახჩის ექიმების დახმარებით იპოვეს კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა და დაადგინეს "ძალიან ბევრი მათი კონტაქტი და ეს კონტაქტები იყო ათეულობით".

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 30 მარტს თქვა, რომ უახლოეს ორ დღეში ოჯახისა და სოფლის ექიმების გადამზადდებიან, რადგან ის ადამიანებმა, რომელთა შემთხვევაშიც ახალი კორონავირუსი შედარებით მსუბუქი ფორმებით ჩაივლის, სახლში იმკურნალონ.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კარანტინში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 278. 

გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები