კორონავირუსი

გურჯაანში 19 წლის ახალგაზრდა დაინფიცირდა, ის კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა

რადიო თავისუფლება

გურჯაანში კორონავირუსი 19 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა. გურჯაანის მერის თქმით, პაციენტი სოფელ კარდენახში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით 30 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 31 მარტამდე აკრძალული იყო ათ ადამიანზე მეტის შეკრება, ქორწილები, დაკრძალვები. 31 მარტიდან კი, შეზღუდვები გამკაცრდა და უკვე სამ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. ასევე, გამოცხადდა ე.წ კომენდატის საათი და შეჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები