აშშ-მა COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

Vox

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს გადაუსწრო.

ბოლო 24 საათში აშშ-ში ახალი კორონავირუსით 290 ადამიანი დაიღუპა, სულ კი COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3 431-მდე გაიზარდა. ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან დღემდე ვირუსით 3 305 ადამიანია გარდაცვლილი.

იტალიასა [12 428 გარდაცვლილი] და ესპანეთის [8 269 გარდაცვლილი] შემდეგ კორონავირუსით ყველაზე ბევრი ადამიანის გარდაცვალება სწორედ აშშ-ში აღირიცხა.

31 მარტის მონაცემებით, COVID 19-ით აშშ-ში სულ 176 518 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 6 241 გამოჯანმრთელდა, 3 893 პირის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 828 305 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 40 733, გამოჯანმრთელებულია 174 454.

კომენტარები