კორონავირუსი

Covid 19 - საფრანგეთს და ესპანეთს ყველაზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ჰყავთ

ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთსა და საფრანგეთს კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მეტი მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ჰყავთ.

31 მარტის მონაცემებით, ესპანეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსის 94,417 შემთხვევა. აქედან 8,269 გარდაიცვალა, 19,259 გამოჯანმრთელდა. დარჩენილი 66,889 შემთხვევიდან 5,607 პაციენტის მდგომარეობა (8.3 %) სერიოზული ან კრიტიკულია.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი 5000-ზე მეტი პაციენტი ჰყავს საფრანგეთსაც. ქვეყანაში ჯამში 44,550 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 3,024 ადამიანი გარდაიცვალა, 7,927 გამოჯანმრთელდა. დარჩენილი 33,599 აქტიური შემთხვევიდან 5,056 პაციენტის მდგომარეობა (15%) სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალიაში ინფიცირებული 105,792 ადამიანიდან 12,428 გარდაიცვალა, 15,729 გამოჯანმრთელდა. დარჩენილი 77 635 აქტიური შემთხვევიდან, 4,023 პაციენტის მდგომარეობა (დაახლოებით 5%) სერიოზული ან კრიტიკულია.

რამდენიმე ათასი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ჰყავს ირანს და აშშ-საც. ამერიკის შეერთებული შტატები ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - 176,518 პაციენტით. აქედან 3,431 გარდაიცვალა, 6,241 გამოჯანმრთელდა, აქტიური 166,846 შემთხვევიდან 3,893 (2.2%) მძიმე ან კრიტიკულია.

ოფიციალურად, ამერიკაზე ოთხჯერ ნაკლები ინფიცირებული ჰყავს ირანს (44 605), თუმცა, აქტიური 27,051 შემთხვევიდან სერიოზული ან მძიმე პაციენტების ოდენობა 3,703-ს (13.7%) შეადგენს. ქვეყანაში დაიღუპა 2,898 და გამოჯანმრთელდა 14,656 ადამიანი.

31 მარტის საღამოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 828,305 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 40,735 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 174,454. სულ აქტიური 613,116 შემთხვევიდან 582,206 პაციენტის (95%) მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 30,910-ის (5%) - სერიოზული ან კრიტიკული.

კომენტარები