STAR WARS-ის მსახიობი, ენდრიუ ჯეკი, ახალი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

76 წლის მსახიობი, ენდრიუ ჯეკი, ახალი კორონავირუსისგან გარდაიცვალა - ამის შესახებ მისმა აგენტმა განაცხადა.

ენრიუ ჯეკი Star Wars-ის ორ ფილმში - "The Last Jedi"-სა და "The Force Awakens"-ში თამაშობდა.

აგენტის თქმით, ენდრიუ ჯეკმა გარდაცვალებამდე თავისი ცოლის ნახვა ვერ შეძლო, რადგან ავსტრალიაში კარანტინში იმყოფებოდა და ამის უფლება არ ჰქონდა.

მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა Star Wars-ის მსახიობი, გრეგ გრუნბერგი. მისი თქმით, ის შეძრულია ენდრიუ ჯეკის სიკვდილით.

"ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია", - თქვა მან.

კომენტარები