კორონავირუსი საქართველოში

ნიკოლოზ გამყრელიძე: გამოვჯანმრთელდი და გადავედი თვითიზოლაციაში

fb.com

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

მისი თქმით, მან კლინიკა უკვე დატოვა და გადავიდა თვითიზოლაციაში. 

გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს და მოქალაქეებს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

"პაციენტი #10ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. 

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!" - წერს გამყრელიძე.

კომენტარები