ხანძარი

ჩინეთში, ქალაქ სიჩანთან ტყის მასშტაბურ ხანძარს 18 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა

Getty Images

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ სიჩანთან ტყის მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 18 მეხანძრის და ერთი გიდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქ სიჩანში 700,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ხანძარი მიმდებარე მთის ფერდობებზე გაჩნდა და ქალაქს საფრთხეს უქმნის.

მის ჩასაქრობად მობილიზებულია 140 სახანძრო მანქანა, 4 ვერტმფრენი და 900-მდე მეხანძრე. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 2,000-მდე ადამიანი. ამ დროისთვის მოხერხდა ქალაქის 1,200 მოსახლის ევაკუაცია.

პროვინციაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.

კომენტარები