ქალმა ძაღლი გაწვრთნა, რათა 71 წლის დაავადებული მეზობლისთვის ყოველდღე საკვები მიეტანა

CNN.com

აშშ-ში, ქალმა თავისი ოქროს რეტრივერი ისე გაწვრთა, რომ ცხოველს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და გულის პრობლემების მქონე 71 წლის მეზობლისთვის ყოველდღე საკვები მიეტანა.

შემთხვევა კოლორადოში მოხდა.

"მე COPD [ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება] და გულის პრობლემები მაქვს - ყველაფერი, რაც ჩემი ასაკის ადამიანს ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში ამყოფებს. უკანასკნელი სამი კვირა სახლში მაქვს გატარებული", - თქვა მეზობელმა რენი ჰელმანმა.

სწორედ იმიტომ, რომ რენი ჰელმანი რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და მისი გარეთ გამოსვლა არ შეიძლება, კარენ ეველეთმა მისთვის პროდუქტების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

"მე მისთვის სადილებსაც ვაკეთებ და სანდენსს [ძაღლი] უკან ცარიელი ჭურჭელიც მოაქვს", - თქვა კარენ ეველეთმა.

მისი თქმით, ეს იდეა მას შემდეგ დაებადა, რაც ინტერნეტში წაიკითხა, რომ ძაღლები საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

"მე ვიფიქრე, რომ მყავდა ძაღლი, რომელსაც შეეძლო დახმარება. მე მას [მეზობელს] ვუთხარი ამის შესახებ. ვიცოდი, რომ კვირაში ერთხელ და აკითხავდა, თუმცა იზოლირების შემდეგ ისიც აღარ მოდიოდა. ამიტომ, გადავწყვიტე მისი პროდუქტებიც მე შემეძინა და ისიც დამთანხმდა", - თქვა მან. 

კომენტარები