გამშვები პუნქტები

ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო. პუნქტები განაგებულია ქალაქის შემავალ და გამომავალ გზებზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ასევე გაშლილია საველე კარვები.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი, სამხედროები სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ," - წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შვიდ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აკონტროლებენ.

გამშვები პუნქტები მოწყობილია, თბილისის, ქუთაისი, ბათუმის, რუსთავის, გორის, ფოთის და ზუგდიდის შესასვლელებში.

კომენტარები