ბარსელონა

მესი და ბარსელონას ფეხბურთელები COVID-19-ის გამო ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ

ლიონელ მესი და ბარსელონას სხვა ფეხბურთელები კორონავირუსის გამო ხელფასის 70%-ზე უარს ამბობენ. ამის შესახებ განცხადება მესიმ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ეს თანხა პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის დროს კლუბის პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება. 

29 მარტს ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანო რონალდო და იუვენტუსის ფეხბურთელებმაც თქვეს უარი ხელფასის ნაწილზე, 4 თვის განმავლობაში. ხელფასის ნაწილზე უარს ამბობს საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი, მაურისიო სარიც. გადაწყვეტილება ეკონომიკური ზიანის გამო მიიღეს, რომელიც კლუბს კორონავირუსის გამო მიადგა. კლუბი 90 მილიონ ევროს დაზოგავს. 

გერმანიაში, მიუნხენის ბაიერნის და დორტმუნდის ბორუსიის ფეხბურთელებმაც დათმეს ხელფასის ნაწილი. 

კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ქალთა ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაურკეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები