საგანგებო მდგომარეობა

მთავრობამ იმ კომპანიების სია დაამტკიცა, რომელთა საქმიანობაც არ შეიზღუდება

საქართველოს მთავრობამ ის კომპანიები დაასახელა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი კარანტინის რეჟიმის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდებათ.

კომპანიები მთავრობის 209-ე დადგენილებით განისზღვრა.

  1. შპს „საქნახშირი“ - საქმიანობა, ქვანახშირის მოპოვება ;
  2. სს „RMG Copper“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
  3. შპს „RMG Gold“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
  4. შპს „ჯმ 29“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
  5. სს „რუსთავის აზოტი“ - საქმიანობა, მინერალური სასუქების წარმოება ;
  6. სს „კავკასიან პეტ კომპანი“ - საქმიანობა, პლასტმასის საფუთავების წარმოება ;
  7. სს „მინა“ - საქმიანობა, ღრუ მინის წარმოება ;
  8. შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
  9. შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
  10. შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ - საქმიანობა, ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება ;
  11. შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
  12. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება.
  13. შპს „რუსელოის“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება.
  14. შპს „ჯეოსთილი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება.
  15. შპს „ამბიკონ სტილსი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება.
  16. შპს „რუსთავის ფოლადი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება.
  17. შპს „გლობუსი“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების წარმოება ;
  18. შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ - საქმიანობა, ფოლადის ჩამოსხმა ;
  19. შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
  20. შპს „ასკანგელ ჯგუფი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
  21. შპს „ასკანგელ ალიანსი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
  22. შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
  23. სს „ელმავალმშენებელი“ - საქმიანობა, სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება.
  24. შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;
  25. შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ - საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.
  26. შპს „მნკორპი“ - საქმიანობა, საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით
  27. სს „საქართველოს რკინიგზა“ - საქმიანობა, რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  28. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;
  29. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
  30. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
  31. ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
  32. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
  33. შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - საქმიანობა, საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი ;
  34. შპს „მეტრო სერვის +“ - საქმიანობა, სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება;
  35. შპს „ტავ ურბან საქართველო“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
  36. შპს „საქაერონავიგაცია“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
  37. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
  38. შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
  39. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
  40. შპს „ბი ენდ პი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
  41. შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
  42. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
  43. შპს „ტრანსფორდი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
  44. შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
  45. შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
  46. შპს „ეისა“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
  47. შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
  48. შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
  49. შპს „ჯიარ ტრანზიტი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
  50. შპს „ჯნს ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
  51. შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ - საქმიანობა, ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები
  52. შპს „თიბისი ფეი“ - საქმიანობა, ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
  53. შპს „აჭარა ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  54. შპს „მოვი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  55. შპს „ემჯიემტექს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  56. შპს „ISTANBUL BAZAAR“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  57. შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  58. შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  59. შპს „BTM-TEXTILE“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  60. შპს „პრომო ვეარ“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  61. სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
  62. სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) - საქმიანობა, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება
  63. შპს „საქსპეცტრანსი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა
  64. შპს „ჯი ენ ელ“ - საქმიანობა, ლატარიების მოწყობა
  65. შპს „გებრიუდერ ვაის“ - საქმიანობა, სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
  66. შპს „კაპაროლ ჯორჯია“ - საქმიანობა, საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება
  67. სს „საქკაბელი“ - საქმიანობა, ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება .

საქართველოს მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა იზღუდება, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

კომენტარები