კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისის ინფექციური კლინიკა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებს

facebook.com

დღეიდან, პირველი აპრილიდან, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის. კლინიკა მხოლოდ covid 19-ით საეჭვო და დადასტურებულ პაციენტებს მოემსახურება, ბავშვთა და სხვა განყოფილებები კი მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ისაუბრა. 

"მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან დაწესებულება გადადის მხოლოდ კოვიდ19-ის პრობლემაზე სამუშაოდ და დღეიდან ვწყვეტთ ბავშვთა კონტიგენტის ჰოსპიტალიზაციას," - თქვა ნადირაძემ. 

მისივე თქმით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები