კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოს მთავრობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა გამოჯანმრთელდა. 

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლისთანავე შეფასდა კრიტიკულად მძიმედ. 

„ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია, 19 არის ინფიცირებული. ყველაზე მძიმე, რომელიც იწვა, იყო ქალი - მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. ჯანმო პირველ ადგილზე აყენებს ლეტალობით ასეთ ანამნეზს. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მწვავე რესპირატორული სინდრომი.

ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა მივიჩნიო, რომ ასეთი პაციენტი, გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს, რა თქმა უნდა, ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის," - თქვა რატიანმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ასეთი პაციენტების 97% მთავრდება ლეტალობით. რატიანმა დაინფიცირებულის გამოჯანმრთელება ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად შეაფასა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 22 პირი გამოჯანმრთელდა.  

კომენტარები