კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ერთადერთი, რაც იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, არის კიდევ 2 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე 5 ახალ დაინფიცირებულზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. 

იმნაძის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას 2 პაციენტი საჭიროებს, რომლებზეც ღრმა კვლევა მიმდინარეობს. 

"დაემატა 5 ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა არ არის საგანგაშო. ერთადერთი, რაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს არის კიდევ ორი პაციენტი, რომლებზეც ღრმა კვლევა მიმდინარეობს. სამ პაციენტზე არავითარი ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ველოდებით. ორი საკარანტინო ზონიდან არის, ერთი - უკვე დადგენილი კლასტერის კონტაქტია და არ გვაქვს არანაირი შეშფოთების საფუძველი," - თქვა იმნაძემ. 

საქართველოში სულ კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. 

კარანტინის რეჟიმში - 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301.

კომენტარები