კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: რეალობას არ შეესაბამება, რომ კორონავირუსი ნოემბერ-დეკემბერში ვინმემ გადაიტანა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, რეალურია თუ არა მოსაზრება, რომ მოქალაქეების ნაწილმა ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ისე რომ მის შესახებ არ იცოდა, პასუხობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. 

"მსგავსი სიმტომები, ტემებერატურა, ხველა და ა.შ. ეს ზოგადად, ნოემბერში დაიწყო საქართველოში, ეს არის გრიპისა და გრიპის მაგვარი დააავადებების სეზონი. დაინტირესებულებს შეუძლიათ იხილონ ჩვენი ვებ-გვერდი და ნახავენ რომელი ვირუსები ცირკულირებდა ამ პერიოდში. 

საუბარია სხვადასხვა ტიპის ვირუსსზე, მათ შორის ჩვეულბრივ კორონავირუსსზეც და არა მის ახალ ტიპზე. ვიღაცას შეიძლება მოჩვენოს, რომ ჰქონდა ახალი ტიპის კორონავირუსი, მაგრამ ეს რეალობასთან ახლოს ნამდვილად არ არის,"-თქვა პაატა იმნაძემ.  

კომენტარები