2 აპრილს საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ხვალ, 2 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება - აცხადებს თელასი.

კომენტარები