Covid-19-ით ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტის შემდეგ პუტინი შეხვედრას ვიდეო კონფერენციით გამართავს

REUTERS

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის შეხვედრას ვიდეო კონფერენციის სახით გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

კრემლის განცხადებით, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა პრეზიდენტი სხვა ადამიანებისგან თავს შორს იჭერს და დისტანციურად მუშაობას ამჯობინებს.

გუშინ, 31 მარტს მოსკოვში, კომუნარკის რაიონის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. 24 მარტს კომუნარკის საავადმყოფოში ვიზიტით ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა, რა დროსაც იგი პროცენკოს შეხვდა. პროცენკო ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს რეგულარულად ამოწმებენ და ამ დროისთვის ყველაფერი წესრიგშია. მანამდე პესკოვი აცხადებდა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც პრეზიდენტს უნდა შეხვდეს ახალ კორონავირუსზე წინასწარ ამოწმებენ. 

რუსეთში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 2 777 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 24 პაციენტი.

მსოფლიში ამ დროისთვის კორონავირუსი 876 345 ადამიანს დაუდასტურდა. 43 520 გარდაიცვალა, 184 960 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები