გომელაური: კონტროლდება მთავარი ქალაქები, თუ საჭირო გახდა უსწრაფესად რომ ჩაიკეტოს

ტვ.პირველი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ცნობით, რომ საქართველოს ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება, რათა თუ საჭირო გახდა, უსწრაფესად რომ მოხდეს მათი ჩაკეტვა, როგორც ეს ბოლნისსა და მარნეულში მოხდა, - "თუ საჭირო იქნება და გვეტყვიან ჩვენი სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტრო".

მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმ ამოქმედდა, რადგან ქალმა მონაწილეობა მიიღო წლის თავის რიტუალში, რომელსაც ბოლნისიდან მარნეულში ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 23 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები