ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან ერთერთი სომხეთიდან ჩამოსულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი სომხეთიდან ჩამოვიდა.

ეზუგბაიას ცნობით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა, - "კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ხვალ მოგახსენებთ მის მდგომარეობას საბოლოო მონაცემებთან ერთად".

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, პაციენტი ამ დროისთვის ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ, ის 10 წლის ბავშვია. ეზუგბაიას თქმით, მას თან მშობელი ახლავს, რომლესაც კორონავირუსი არ დადასტურებია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

1 აპრილის, 19:35 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 117 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 783 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301.

კომენტარები