კორონავირუსი

თურქეთში Covid 19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 15 000-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 277 ადამიანი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2,148 ფაქტი გამოვლინდა, რითაც ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 15,679-ს მიაღწია. აქედან 108 ადამიანი გარდაიცვალა, 333 - გამოჯანმრთელდა. 847 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

თურქეთში Covid 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები