კორონავირუსი

მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 912 000 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 191 800

0 კომენტარი

1 აპრილის საღამოს მონაცემებით, მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 900 000-ს გადააჭარბა. გარდაიცვალა 45,541 და გამოჯანმრთელდა - 191 800 ადამიანი. 34,859 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ს (205,036), ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი (13,155) იტალიას ჰყავს. ინფიცირებულთა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ პირველი სამეული ასე გამოიყურება:

  • აშშ - 205,036 ინფიცირებული, 4,516 გარდაცვლილი, 8,745 გამოჯანმრთელებული;
  • იტალია - 110,574 ინფიცირებული, 13,155 გარდაცვლილი, 16,847 გამოჯანმრთელებული;
  • ესპანეთი - 102,136 ინფიცირებული, 9,053 გარდაცვლილი, 22,647 გამოჯანმრთელებული.

ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამ სამ ქვეყანას მოსდევს ინფიცირებულთა რაოდენობით (81,554) ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეპიდემია. რაც შეეხება დაღუპულებს, ჩინეთზე მეტი დაღუპული ჰყავს საფრანგეთსაც - 3,523.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები