კორონავირუსი

WHO: ალკოჰოლის მიღება Covid-19-სგან არ გიცავთ და შესაძლოა, საშიში იყოს

Thrillist

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ალკოჰოლის მიღება Covid-19-სგან არ იცავს და შესაძლოა, საშიშიც კი იყოს.

"ალკოჰოლის ხშირმა და გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების რისკი გაზარდოს," - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ასევე ჯანმო-ს დირქტორმა ტედროს გებრაიესუსმა ადამიანებს ურჩია, რომ არ მოეწიათ - "თუ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებით, მოწევას შეუძლია მწვავედ დაავადების რისკი გაზარდოს". 

ახალი ვირუსით მწვავედ დაავდების შემთხვევაში, ვირუსმა შესაძლოა ფილტვები იმდენად დააავადოს, რომ ადამიანს ჰაერის უკმარისობა დაეწყოს და მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდეს საჭირო. ჯანმო-ს სხვა რეკომენდაციები იხილეთ აქ.

2 აპრილის ამჟამინდელი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 928 565 შემთხვევა დადასტურდა. 46 517 გარდაიცვალა, 193 750 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები