კორონავირუსი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ლიცმანი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იაკოვ ლიცმანსა და მის ცოლს, ჩავა ლიცმანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 71 წლის მინისტრისა და მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სამინისტროს ცნობით, ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს შეისწავლიან და ისინი თვითიზოლაციაში გადაცლენ.  

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 6 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 241 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი დაუდასტურდა ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწეს. თავად ნეთანიაჰუმ და მისმა ცოლმა ტესტი ორშაბათს, 30 მარტს ჩაიტარეს - მათი პასუხი უარყოფითია.

კომენტარები