კორონავირუსი საქართველოში

ლომჯარია: ქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინი დასრულდა

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური ქსელებითა და სატელეფონო შეტყობინებებით ეგზავნებათ ცრუ ინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, - ამის შესახებ ლომჯარიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

"‼️სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!
ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას. #დარჩისახლში," - წერს სახალხო დამცველი. 

მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, რადგან ქალმა მონაწილეობა მიიღო წლის თავის რიტუალში, რომელსაც ბოლნისიდან მარნეულში ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული. 

კომენტარები