აშშ-ში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა, გამოვლინდა ინფიცირების 215 344 შემთხვევა

CNN

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 5 112-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექციის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს. 2 აპრილის დილის მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირების 215 344 შემთხვევაა აღწერილი.

მსოფლიოში კი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 937 170-მდე გაიზარდა, აქედან 195 143 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 267 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული 130 შემთხვევაა აღწერილი, ვირუსული ინფექციისგან 26 პირი განიკურნა. საკარანტინო რეჟიმში 5 550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კომენტარები