კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში საგამოფენო ცენტრში 4,000 ადგილიანი საავადმყოფო გაიხსნება

CNN

დიდ ბრიტანეთში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ლონდონში ExCel-ის საგამოფენო ცენტრი საავადმყოფოდ გადაკეთდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 4,000 პაციენტის მიღებას შეძლებს.

საგამოფენო ცენტრის საავადმყოფოდ გადაკეთება ერთ კვირაში მოხერხდა. საავადმყოფოს სახელი ინგლისელი ექთნის, ფლორენს ნაითინგეილის საპატივცემულოდ ეწოდება.

ბრიტანეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ საავადმყოფოს გამოყენება საჭირო არ გახდება, თუმცა იმ საფრთხის გამო, რომ შესაძლოა ქვეყანაში არსებულ საავადმყოფოებში საკმარისი ადგილი არ აღმოჩნეს პაციენტების მისაღებად, მისი მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება.

იმისათვის, რომ საავადმყოფომ იმუშაოს ათსობით ექიმის და ექთანი იქნება საჭირო. საავადმყოფოს არ ექნება მოსაცდელი ოთახები. ის მხოლოდ იმ პაციენტებისათვისი ქნება განკუთვნილი, ვისაც სასუნთქი აპარატები და ინტენსიური მკურნალობა სჭირდებათ.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადების 29,474 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 2,352 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 135.

კომენტარები