კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ზუგდიდის კლინიკაში 250-მდე პაციენტის მიღების შესაძლებლობა იქნება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, ზუგდიდის კლინიკა შემდეგ კვირებში მზად იქნება, 200-250 პაციენტი მიიღოს.

"ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია და კვირის ბოლოს ექნება საშუალება მიიღოს 100 პაციენტამდე. შემდეგ კვირებში კლინიკის უკეთესი აღჭურვა იქნება, იმისათვის, რომ 200-250 პაციენტის მიღება შეძლონ რუხის კლინიკაში," - აღნიშნა ტიკარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განემორებითი ტესტირება ჩაუტარდათ ახალშობილებსაც - მათი პასუხი კვლავ უარყოფითია და კლინიკას, ექიმის ინფორმაციით, დღეს დატოვებენ. 

კომენტარები