სტივენ სპილბერგი

სტივენ სპილბერგი: სახლს არაფერი სჯობს

Variety

ამერიკულმა კინოინსტიტუტმა(AFI) ონლაინ კინოკლუბი აამუშავა. პირველი ფილმი - WIzard of OZ რეჟისორმა და კლუბის თანადამფუძნებელმა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.

"გამარჯობა, კეთილი იყო თქვენი მობრძანება AFI კინოკლუბში. მე სტივენ სპილბერგი ვარ, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩვენი პროგრამის პირველი ფილმი - Wizard of Oz. ვიცი რომ ნანახი გაქვთ, მაგრამ ამ ფილმში გაჟღერებული ფრაზა  - “სახლს არაფერი სჯობს” დღევანდელ სიტუაციას ძალიან კარგად შეესაბამება. ნახეთ ან გადაიმეორეთ ოზის ჯადოქარი." 

ამერიკული კინოინსტიტუტი ყოველდღე, სპეციალურ საიტზე ერთ ფილმს განათავსებს. 

 

კომენტარები