სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: თბილისსა და რეგიონებში აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებენ. მათი ცნობით, შემოწმება ყველა რეგიონისა და დედაქალაქის ბაზრებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში.

მათივე თქმით, მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ.

"სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება.

სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები"- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

კომენტარები