პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო დადასტურებული შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოს შეემატა 5 პაციენტი დამათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

რაც შეეხება საღამოს დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ეს 10 წლის მოზარდის მშობელია, რომელსაც მანამდე დაუდასტურდა კორონავირუსი. ბავშვი ბათუმიდან გუშინ, პირველ აპრილს გამოიყვანეს. 

"მიღებული ახალი პაციენტები არსებული კვლევებით და კლინიკური მონაცემებით არ არიან მძიმე პაციენტები, საშუალო სიმძიმის არიან. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ პაციენტების მდგომარეობა იქნება სტაბილური, დაავადება პროგრესირებადი არ გახდება, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღებულია 7 ტესტი და ხვალ დილით იქნება პასუხები. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 26 გამოჯანმრთელდა. 

კარანტინის რეჟიმში არის 5550 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

 

 

 

კომენტარები