რუსთავი საკრებულო

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ

0 კომენტარი

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა. 

კორონავირუსი დადასტურებული აქვს დეპუტატის დედასაც, რომელის ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ვირუსი ერივნული ბანკის კიდევ 6 თანამშრომელს აღმოაჩნდა. 

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 26 გამოჯანმრთელდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები