ეკონომიკური ზრდა

აზიის განვითარების ბანკი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 0% იქნება

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნულს გაუტოლდება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, "საქართველოს ტურიზმსა და ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეკონომიკა განსაკუთრებით მოწყვლადი იქნება Covid-19-ის მიმართ, შეაფრერხებს რა ეკონომიკურ ზრდას 2020 წელს დაკეტილი საზღვრები და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა."

ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შეშლის მიუხედავად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფაციის მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

2021 წელს, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5% იქნება.

კომენტარები