ინფლაცია

მარტში ინფლაციამ 6.1% შეადგინა

rfi.ro

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის მაჩვენებელი 0.7%-ია.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, განსაკუთრებით გაძვირდა შემდეგი საქონელი და მომსახურება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (მატება - 13.4%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (8.9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (4.1%).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ყურძენი (29.7%), რძე, ყველი და კვერცხი (18.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7%).

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2020-2021 წლებში ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს, თუმცა ინფლაციაზე დადებითად აისახება.

კომენტარები