NATO-საქართველო

NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერის ახალი პაკეტი განიხილეს

2020 წლის 2 აპრილს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მინისტერიალზე, რომელიც COVID-19-ის გავრცელების ფონზე შემჭიდროებული და დისტანციური ფორმატით ჩატარდა, საქართველოს საკითხი მხარდაჭერის ახალი პაკეტი განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, მინისტერიალის ფარგლებში, COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე.

ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა:

  • საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;
  • ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
  • საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
  • უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.


ეს საკითხები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატო-ს გენერალური მდივანთან 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბარშიც განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციაზე მუშაობას გააგრძელებენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს.დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები