კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ახალი პაციენტებიდან გვყავს ერთი საყურადღებო, რომელიც სახლიდანაც არ გამოდიოდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძეს თქმით, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთი პაციენტია საყურადღებო. დანარჩენი კი ცნობილი შემთხვევების კონტაქტებია, მაგალითად, ეროვნული ბანკის თანამშრომლების კლასტერის გაგრძელება, ასევე, ბოლნისის შემთხვევის გაგრძელება და ა.შ.

„ერთი შემთხვევა გვაქვს  ამ ეტაპზე, რომლის ინტენსიური კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ, ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით,"– თქვა პაატა იმნაძემ.

3 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 319.

კომენტარები