კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვების მძღოლები რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საავტომობილო და სარკინიგზო მძღოლებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები. 

მისივე თქმით, ვაჭრობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული რისკი ამ მხრივ მაღალია. 

"დღეს მთელი დედამიწა პრაქტიკულად დაპაუზებულია, ვაჭრობაც ძალიან გართულებულია ქვეყნებს შორის. ამიტომ ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ უნდა გაგარძელდებს ვაჭრობა ქვეყნებს შორის. ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო, სარკინიგზო გადაზიდვებს. რა თქმა უნდა, არის რისკი. ქართველი გადამზიდავები, რომლებიც ქვეყნის შიგნით და მეზობელ ქვეყნებში გადაადგილდებიან გაფრთხილებულები არიან, რომ დაიცვან ელემენატრული წესები. რაც ეხება ნიღბის ტარებას, რადგან თავად შეიძლება სხვისი დაავადების რისკი გახდნენ. თან, ისინი თავიანთ ოჯახებში ბრუნდებიან, ამიტომ თითოეულ მათგანთან ტარდება ახსნა, რომ წარმოადგენენ რისკ ჯგუფს და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები," - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

კომენტარები