ლარის კურსი

ერთი დოლარის ღირებულება 3.16 ლარი გახდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 3 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა.

დოლართან მიმართებით ლარის ღირებულება 2.37 თეთრით გაიზარდა, ხოლო ევროსთან 6.44 თეთრით.

ამრიგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.1576 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.4134 ლარი.

ლარი გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

კორონავირუსის კრიზისის ფონზე, მარტის მეორე ნახევარში ლარი დოლათან დაახლოებით 20%-ით გაუფაუსურდა, რაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვებიდან ჯამში 100 მილიონი დოლარი გაყიდა, რასაც ლარის გამყარება მოჰყვა.

კომენტარები