ირანის მეჯლისის თავმჯდომარეს Covid-19 დაუდგინდა

ირანის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანის ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტ სააგენტო IRNA მეჯლისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მეჯლისის განცხადებაშია აღნიშნული ლარიჯანის ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ამ დროისთვის ლარიჯანი კარანტინშია გადაყვანილი, ის 63 წლისაა. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყების მომენტიდან ირანი დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მსხვილი კერა იყო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ახალი დაავადების 50 ათასზე მეტი შემთხვევააა გამოვლენილი. 

გაირდაცვალა 3,100 პაციენტი. ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა პოლიტიკური მიზანშეწონილობის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოჰამად მირმოჰამადი, გარდაიცვალა ირანის ყოფილი ელჩი ეგვიპტეში ხადი ჰოსროუშახი.

კომენტარები