Twin Peaks

კაილ მაკლაქლენი თაყვანისმცემლებთან ერთად Twin Peaks-ის ეპიზოდს ნახავს

Youtube

ერთ კვირაში Twin Peaks-ის გამოსვლიდან 30 წელი შესრულდება. თარიღთან დაკავშირებით, სერიალში მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა კაილ მაკლაქლენმა თაყვანისმცემლებს რომელიმე ეპიზოდის ერთად ნახვა შესთავაზა. 

"როგორც ვხედავ მრავალი თქვენგან უყურებს Twin Peaks-ს, რას იტყვით მომავალ კვირაში რომელიმე სერია ერთად რომ ვნახოთ? კომენტარებში დაწერეთ პირველი ან მეორე სეზონის ეპიზოდი, რომლის ნახვაც ყველაზე მეტად გინდათ. მაგარი იდეაა, არა?"

მაკლაქლენს სადებიუტო როლი დევიდ ლინჩის Dune-ში ჰქონდა. შემდგომში მსახიობმა ტიტულოვან რეჟისორთან კიდევ ორჯერ ითანამშრომლა - Blue Velvet და Twin Peaks.

კომენტარები