ელენ დეჯენერესი თავის შოუს სახლიდან წაიყვანს [VIDEO]

ახალი კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ელენ დეჯენერესის შოუ ბრუნდება. პანდემიის პირობებში 6 აპრილიდან ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი თავის თოქ-შოუს სახლიდან წაიყვანს. 

"კამერა ავაწყვეთ. ჩვენ ინტერვიუებს ჩავწერთ და ეს სახალისო იქნება," - თქვა ელენმა Instagram-ის ვიდეომიმართვაში.

ახალი კორონავირუსის გამო უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების გამო შოუ დროებით შეჩერდა. ამ პერიოდის განმავლობაში ელენი სოციალურ ქსელში თავისი სახლიდან ჩაწერილ სხვადასხვა სახალისო ვიდეოს აზიარებდა.

ელენის შოუს ჩანაწერები შეგიძლიათ YouTube-ის გვერდზე იხილოთ.

კომენტარები