კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

საქართველში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 27 პირი გამოჯანმრთელდა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00  საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები