COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის თაგვებში გამოცდამ დამაიდებელი შედეგი გამოიღო

cnn

აშშ-ში, პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში აცხადებენ, რომ თაგვებში ჩატარებულმა თავდაპირველმა ტესტებმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

მათი თქმით, ტესტებმა აჩვენეს, რომ პოტენციურ ვაქცინას იმ დონეზე შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება, რაც ინფექციის ასარიდებლად საკმარისი შეიძლება გამოდგეს.

მეცნიერების გუნდის თქმით, მათი სწრაფი პროგრესი იმან განაპირობა, რომ აქამდე კორონავირუსის სხვა დაავადებებზე, SARS-ზე და MERS-ზე მუშაობდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ დაავადებებზე მუშაობამ მათ ასწავლა, რომ იმუნიტეტის გაძლიერება სპეციფიკური პროტეინის გამოყენებითაა შესაძლებელი.

თაგვებში გამოცდისას კი ვაქცინის პროტოტიპმა, რომელსაც PittCoVacc-ს ეძახიან, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ორ კვირაში გამოიწვია "ანტისხეულების მოზღვავება". თუმცა, პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, რადგანაც თაგვების დიდი ხანი არაა, რაც აკვირდებიან, დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია იმის შესახებ, იწვევს თუ არა ვაქცინა იმუნურ პასუხს COVID-19-ის წინააღმდეგ ან რამდენ ხანს გასტანს ის.

მკვლევარების გუნდში ამბობენ, რომ ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებას მომდევნო თვეების განმავლობაში იმედოვნებენ.

 

კომენტარები