კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ერთ დღეში COVID 19-ით 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

CNBC

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა და ჯამში 6921-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 261 ათას შემთხვევაზე მეტია აღრიცხული, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემები სინამდვილეს არ ასახავს და სინამდვილეში, უფრო მეტი შეიძლება იყოს.

ეპიდემიის ეპიცენტრი აშშ-ში ნიუ იორკია, სადაც მხოლოდ პარასკევს კორონავირუსით 562 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი 2935. კალიფორნიაში ამჟამად 11 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 250 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა აშშ-ში დაახლოებით 9500-ია.

კომენტარები