რუსეთი

COVID-19-ისგან დამცავი ნივთების დარიგების გამო რუსეთში პოლიციამ ქალი ორჯერ დააკავა და სცემა

ანასტასია ვასილიევა

რუსეთში, ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ოკულოვკაში ორგანიზაცია ექიმების ალიანსის ხელმღვანელი ანასტასია ვასილიევა პოლიციამ ორჯერ დააკავა, როცა ვასილიევა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობის დარიგებას ცდილობდა.

ვასილიევა და მისი გუნდი პოლიციამ პირველად 2 აპრილს დააკავა. ამისდა მიუხედავად, მათ შეძლეს ორ ადგილობრივ საავადმყოფოში სასუნთქი აპარატები, დამცავი კოსტუმები, სათვალეები და ხელთათმანები დაერიგებინათ.

მათი დაკავების საბაბი ახალი თვითიზოლაციის დარღვევა და ქალაქში სიარული იყო. რუსეთში ახლახანს ამოქმედდა კანონი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ითვალისწინებს სასჯელს.

საღამოს 10 საათისთვის პოლიციამ ისინი გაათავისუფლა, ხოლო მოგვიანებით კვლავ დააკავა. როგორც ექიმების ალიანსში ამბობენ, მეორედ დაკავებისას ვასილიევას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ადამიანის უფლებათა დამცველის, დინარ იდრისოვის თქმით კი ვასილიევას მუცლის ზედა არეში დაარტყეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარებას მასთან არ უშვებდნენ. 19 საათის შემდეგ პოლიციამ ის კვლავ გაათავისუფლა.

კომენტარები