კორონავირუსი

საგანგებოს დარღვევისთვის ერთ დღეში 3 000 ლარით 421 პირი დააჯარიმეს, რაც 1 263 000 ლარია

CNN

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 3 000 ლარით 421 მოქალაქე დააჯარიმეს. ეს მთლიანობაში 1 263 000 ლარია.

ერთ დღეში 180 ადამიანი დააჯარიმეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 72 - საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის, 1 - ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის, 5 - თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის და 163 -  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 28 და გარდაიცვალა 1 ადამიანი.

კომენტარები