კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 157-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 157-მდე გაიზარდა. 

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid 19-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 79 წლის ქალი ემსხვერპლა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს.

გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში - 5526. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

კომენტარები