კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ლიტურგიას ტელევიზორში ვუყურებ, ვიპოვით ჩვენი ეკლესიის შესაფერის გამოსავალს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით", - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟუნრნალისტის კითხვას, დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას.

მან სხვებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა:

"ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ასევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე.  ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება," - თქვა გახარიამ.

პრემიერმა ეკლესიაზე საუბრისას თქვა, რომ ბევრს სურს მსგავს სენსიტიურ საკითხში "დაპირისპირების მომენტების შემოტანა", თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლება იპოვის "დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება, და ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს".

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი. ხელისუფლებას საპატრიარქოს გადაწყვეტილებების მიმართ შერჩევითი მიდგომისთვის აკრიტიკებენ, განსაკუთრებით, მოახლოებული საეკლესიო დღესასწაულების გათვალისწინებით - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვალა.

საქართველოში ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 28 გამოჯანმრთელდა, ერთი - გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები