კორონავირუსი

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 708 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 708 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  

ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში კორონავირუსით 4 313 ადამიანია გარდაცვლილი.  

ერთ დღეში კოორნავირუსით ინფიცირების 3 735 შემთხვევა დადასტურდა - ჯამში, დადასტურებულია 41 903 შემთხვევა.  

ქვეყანაში კორონავირუსისგან 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კორონავირუსის გამო, დიდ ბრიტანეთში ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. 

კორონავირუსი დაუდასტურდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინიტრს, ბორის ჯონსონსაც. ის თვითიზოლაციაში რჩება. ასევე, კორონავირუსით დაინფიცირდა პრინცი ჩარლზიც.

კომენტარები