კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 31

0 კომენტარი
ფოტო: STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში გამოჯანმრთელებულია 31 პირი. 

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვეგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები